დიპლომატიური სანქციების შემდეგ, თურქეთი ნიდერლანდებს ეკონომიკური სანქციებითაც ემუქრება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ვიცეპრემიერმა გააკეთა.
„დავიწყებთ ეკონომიკური შეზღუდვებით, რასაც შესაძლოა სხვა სანქციებიც მოჰყვეს" , - განაცხადა ნუმან კურტულ-მუშმა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გამოსწორდება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიდერლანდებთან დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღო.თურქეთის პრეზიდენტმა ხელისუფლება 1995 წელს მომხდარი ბოსნიელი მუსლიმების მასობრივ მკვლელობაში დაადანაშაულა.
ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც 11 მარტს ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, როტერდამში შესვლის ნებართვა გაუუქმა, შემდეგ კი ქვეყნიდან თურქეთის ოჯახის საქმეების მინისტრი გააძევა.
მოგვიანებით რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰოლანდიას ბანანის რესპუბლიკა უწოდა და აღნიშნა, რომ ოფიციალური ამსტერდამი ქვეყნიდან თურქი მინისტრების გაძევების გამო საფასურს გადაიხდის.