„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. პარტიის წევრების მტკიცებით, მერიის სარეზერვო ფონდიდან ერთ-ერთი სტუდენტის სწავლა უსაფუძვლოდ დააფინანსეს.
ამის შესახებ ბრიფინგზე, პარტიის საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ და „ენმ"-ისწევრმა,თორნიკე ბიკაშვილმა ისაუბრეს.
„პროკურორის შვილის დაფინანსების შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ მერიის სარეზერვო ფონდს გამოიყენებდა საკუთარიინტერესებიდან გამომდინარე, კანონის გვერდის ავლით" , - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ,რომ 2016 წლის 12 იანვარს მერიის სარეზერვო ფონდიდან, 6 000 ლარი სოციალურად დაუცველი მოქალაქის სწავლის დაფინანსებისთვის გადაირიცხა, სინამდვილეში კი ეს სტუდენტი არასდროს ყოფილა სოციალურად დაუცველი.
პარტიის ინფორმაციით, მისი მშობლები თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში მუშაობენ,ხოლო თვითონ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია.
„ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებისგან სწრაფ რეაგირებას და აღნიშნულის გამოძიებას ითხოვს.