რეზონანსი
15.03.2017

 ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის დირექტორის, ლაშა კილაძის თქმით,ზაფხულიდან ბენეფიციარებისთვის პროგრამა სრულიად უფასო იქნება და თანადაფინანსება განულდება.

მისი თქმით, თბილისში თერაპიის პროგრამის 7, ხოლო რეგიონებში 9 განყოფილება იფუნქციონირებს. ცენტრები 8:30-დან 17:30-მდე იმუშავებენ.

აქამდე ბენეფიციარებს 215-ლარიანი სერვისის მისაღებად 110 ლარის გადახდა უწევდათ, თანხის დარჩენილ ნაწილს სახელმწიფო ფარავდა.

სამედიცინო ცენტრი „ურანტი" ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის ქვეკონტრაქტორი იყო, რომელთანაც ურთიერთობა ნარკომანიის ცენტრმა გუშინ შეწყვიტა. „ურანტის" ხელმძღვანელი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×