რეზონანსი
15.03.2017

 ევროპული საბჭოს თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის განცხადებით, თურქეთი რეალობასაა მოწყვეტილი,როცა ნიდერლანდებს ფაშისტურ ქვეყნად მოიხსენიებს. ამის შესახებ „ BBC"-ი იუწყება.

„როტერდამი ერასმუსის ქალაქია. ის ნაცისტებმა მთლიანად გაანადგურეს, მისი მერი კი წარმოშობით მაროკოდანაა. ის ადამიანები, რომლებიც როტერდამში ფაშიზმს ხედავენ, სრულიად მოწყვეტილი არიან რეალობას", - განაცხადა ტუსკმა.

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟან-კლოდ იუნკერმა კი აღნიშნა, რომ თანამედროვე ევროპის ნაცისტებთან გაიგივებას არასოდეს შეეგუება.

„თუ ვინმე იმ პერიოდთან პარალელს ავლებს, ეს დაუშვებელია. ვინც ამას სჩადის, ის ევროპას კი არ უახლოვდება, პირიქით, შორდება" , - განაცხადა იუნკერმა.

11 მარტს, ერდოღანმა სტამბოლში მიტინგზე გამოსვლისას, ჰოლანდიელებს ფაშისტები უწოდა და ეკონომიკური სანქციებითაც დაემუქრა.

ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც 11 მარტს ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, როტერდამში შესვლის ნებართვა გაუუქმა, შემდეგ კი ქვეყნიდან თურქეთის ოჯახის საქმეების მინისტრი გააძევა.

მოგვიანებით რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰოლანდიას ბანანის რესპუბლიკა უწოდა და აღნიშნა, რომ ოფიციალური ამსტერდამი ქვეყნიდან თურქი მინისტრების გაძევების გამო საფასურს გადაიხდის.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×