რეზონანსი
15.03.2017

 ცენტრალურ მექსიკაში, ვერაკრუზის შტატში სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას, „CNN"-ი ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, სამარხში 250-ზე მეტი ადამიანის თავის ქალაა ნაპოვნი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაკრძალული ადამიანები სავარაუდოდ ნარკოკარტელის მსხვერპლი გახდნენ. როგორც ცნობილია, იდენტიფიკაციის პროცესი რთული და ნელი იქნება.

სახელმწიფო რწმუნებულის, ჯორჯ ვინკლერის თქმით, შესაძლოა ეს მექსიკაში უდიდესი სამარხი იყოს. ის არ აკონკრეტებს სამარხის აღმოჩენის თარიღს, თუმცა ვარაუდობს რომ აღმოჩენა 2 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ადამიანები მასობრივად უჩინარდებოდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×