რეზონანსი
15.03.2017

 ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულ პირებს სამუშაო ადგილზე, რელიგიური სიმბოლოების, მათ შორის თავსაბურავის ტარება ეკრძალებათ. ამ გადაწყვეტილებას უფლებადამცველები ეწინააღმდეგებიან. ამის შესახებ ნფორმაციას, „Euronews" -ი ავრცელებს.

როგორც ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში აცხადებენ, სამუშაო ადგილზე რელიგიური სიმბოლოების, ასევე ფილოსოფიური თუ პოლიტიკური შეხედულებების გამომხატველი ნიშნების ტარების აკრძალვა დისკრიმინაციას არ ნიშნავს.

„შეწუხებულები ვართ,რადგან ვშიშობთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება მუსლიმ ქალებს რელიგიასა და სამსახურს შორის არჩევანის წინაშე დააყენებს" , - ნათქვამია ორგანიზაციის „ევროპის ქსელი რასიზმის წინააღმდეგ" განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×