რეზონანსი
15.03.2017

 ხვალ საქართველოს დედაქალაქში უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, იწვიმებს და იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი, 10-15 მ/წმ-ში. მსგავსი ამინდი თბილისში, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

სინოპტიკოსები წვიმას მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ვარაუდობენ. ზოგიერთ მთიან რაიონში მოთოვს.

16 მარტს ჰაერის მინიმალური ტემპერატურა, სტეფანწმინდაში -3, ხოლო მაქსიმალური თბილისში, თელავში, ზესტაფონსა და რუსთავში, 15 გრადუსი იქნება.

იხილეთ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

თბილისი - 5/15

ბათუმი - 6/11

სოხუმი - 5/10

გორი - 3/11

თელავი - 4/15

ახალციხე 0/7

ქუთაისი - 5/14

ფოთი - 6/13

ცხინვალი - 5/14

ბორჯომი - 0/7

მესტია - -1/3

ზუგდიდი - 5/11

ზესტაფონი - 5/15

ჭიათურა - 5/12

რუსთავი - 6/15

ოზურგეთი - 8/10

სტეფანწმინდა - -3/3

15 მარტს თბილისში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, 1908 წელს +23.4, მინიმალური კი 2000 წელს, -5.0 გრადუსი დაფიქსირდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×