რეზონანსი
16.03.2017

 ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს: 0,47122 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 57 აბი, 0,276942 გრამი მეტადონის შემცველი 7 აბი და 56,3 გრამი ფხვიერი მასა, რომელიც 6,619844 გრამ ჰეროინს შეიცავს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×