რეზონანსი
16.03.2017

 დღეს, გიორგი მარგველაშვილი ბაქოს მე-5 გობალური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი გახსნის ცერემონიალზე 50-ზე მეტი ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაქოს ფორუმის მთავარი ამოცანაა, მსოფლიო ლიდერებმა ისაუბრონ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავლისა და ისეთი გამოწვევების შესახებ, როგორიცაა მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

ფორუმის შემდეგ, მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ცერემონიის გამართვაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×