რეზონანსი
16.03.2017

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე: ბექა ბ. და მერაბ ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ბ, მერაბ ბ-სთან წინასწარი შეთანხმებით, ვითომდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარის გადახდა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს თაღლითურად, წინასწარ გამოართვეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×