რეზონანსი
16.03.2017

 ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა. დაკავებულებს ბრალი ედებათ ბინებისა და სახლების გატეხვასა და გაძარცვაში ქვეყნის მასშტაბით.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ერთდროულად მადრიდში, ხეტაფეში, ლეგანესში და ბარსელონაში ჩატარდა, 600-მდე საიუველირო ნაკეთობა ამოიღეს. მათივე თქმით, დაკავებულები „ქართული მაფიის" წევრები არიან.

ესპანეთის პოლიციის ცნობით, აღნიშნული ოპერაციისა და განხორციელებული დაკავებების შედეგად 40-მდე საქმე გახსნეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×