რეზონანსი
16.03.2017

 საკონსტიტუციო კომისია ისეთ მოდელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მეთაურს პარლამენტის წევრების გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც აირჩევენ.

„საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტს არა მხოლოდ პარლამენტი აირჩევს, არამედ მის არჩევაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. საბოლოო შეთანხმება ჯერ არ ყოფილა, თუმცა კომისია იცვლის პოზიციას, რომ იყოს ადგილობრივი თვითმმართველობების უფრო მეტი ჩართულობა. შესაძლებელია ამას მმართველი გუნდი დათანხმდეს,"-განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელმა ეკა გიგაურმა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ვარიანტი, რომლის გათვალისწინებით, პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის მიერ - სრული შემადგენლობის უმრავლესობით ხდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×