რეზონანსი
16.03.2017

 საპარლამენტო ოპოზიციის წევრების აზრით, საზოგადოებას ქვეყნის პირველი პირის არჩევის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. მათი თქმით, საკონსტიტუციო კომისიაში უმრავლესობის მიერ პარლამენტში მანდატების გადანაწილების თაობაზე შეთავაზება სამართლიანი არ არის.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება პირდაპირ, როგორც ჩანს, ივანიშვილის დავალებით, აუქმებს პრეზიდენტის არჩევითობას. მივესალმებით, რომ ეს პროექტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს, თუმცა ცუდია, რომ არ არის პროპორციულობა გათვალისწინებული პარლამენტში ხმების გადანაწილებისას," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ.

უმრავლესობის წევრების განცხადებით კი, მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებობს.

„მე პირადად პრობლემას ვერ ვხედავ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი იყოს ცოტა უფრო კომპლექსური, ვიდრე მხოლოდ პარლამენტის მიერ არჩევა,"- თამარ ჩუგოშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×