საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის გავიათარების 2017-2020 წლების სტრატეგიის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ყველაფერი კეთდება რათა გადავაქციოთ ქართული სოფელი თანამედროვე სოფლად.
კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ერთიანი ხედვით და გათვლილი სტრატეგიით შესაძლებელია არსებითად შეიცვალოს საქართველოში სოფლის მცხოვრებთა მდგომარეობა.
მისივე განცხადებით, თანამედროვე სოფელი ესაა: ახალი ცენტრები, ახალი გზები, როცა რკინიგზის სადგურებით, აეროპორტებით სარგებლობს, როგორც სოფლის მოსახლე, ასევე საქართველოში სოფლად ჩამოსული ტურისტი.
„თანამედროვეა სოფელი, როცა ათვისებული გვაქვს აგრარული პოტენციალი, განვითარებული გვაქვს ტურიზმი და აგროტურიზმი. თანამედროვე სოფელში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის იქნება განათლება და ჯანდაცვა, სოფლის მცხოვრებლები ჩართულები იქნებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ ღონისძიებებში,"- განაცხადა კვირიკაშვილმა.