რეზონანსი
16.03.2017

 საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ გრასის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი სკოლის დირექტორს გაუხსნა

BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ 17 წლის ბიჭი დააკავა. BBC მომხდარის შესახებ მეორე ვერსიასაც ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ინციდენტი ორ სტუდენტს შორის მოხდა. მათი თქმით, დაშავებულია 2 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია 8 ადამიანი. ისინი პოლიციის განცხადებასაც ავრცელებენ, სადაც ნათქვამია- არ არსებობს საბაბი, რომ ინციდენტი ტერორისტულ აქტს დავუკავშიროთ.

ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი მუშაობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×