პატიმართა შეწყალება კვლავ პრეზიდენტის განკარულებით დარეგულირდება და მასთან დაკავშირებულ საკითხებს კანონი არ განსაზღვრავს.
დეპუტატ გიორგი კახიანის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიაში იყო მსჯელობა შეყწალებასთან დაკავშირებული საკითხის შესახებ და ის ისე დარეგულირდება, როგორც სადღეისოდ არის.
"კომისიის სხდომაზე იყო ამ საკითხზე მსჯელობა. სამუშაო ჯგუფის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ვინაიდან მსჯავრდებულთა შეწყალება არის პრეზიდენტის სრული დისკრეცია და წესრიგდება არა კანონით, არამედ პრეზიდენტის აქტით, დარჩეს ისე, როგორც არის. საბოლოო ჯამში, მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ჩანაწერი, რომლის მიხედვით, შეწყალების საკითხი კანონით უნდა მოწესრიგდეს, კონსტიტუციაში არ იქნება",-განაცხადა კახიანმა.