რეზონანსი
17.03.2017

 საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გალარების პროგრამაში მონაწილეობა 4500-მა ოჯახმა მიიღო და ჯამში 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა.

"მინდა გამოვხატო მადლიერება ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც მიიღო ამ აქციაში მონაწილეობა. 4 500 ოჯახი, ამ პროგრამის შედეგად არის დაზღვეული შემდგომი სავალუტო კურსის რყევებისგან. გარდა ამისა, ცვლილებები, რომელიც შევიდა კანონმდებლობაში, დაეხმარება გალარების პროცესს. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს 100 000 ლარამდე სესხების ლარში გაცემას", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყოველდღიურად მილიონნახევარი სესხი ლარდებოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×