რეზონანსი
17.03.2017

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს გამოვა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა მრჩევლებთან ერთად, საპარლამენტო გამოსვლისათვის მზადება უკვე დაიწყო.

„პრეზიდენტი საპარლამენტო გამოსვლაში შეეხება საქართველოს მოსახლეობისათვის ყველა საჭირბოროტო თემას. მათ შორის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ საკითხებს, უსაფრთხოებასა და საგარეო ურთიერთობებს, ასევე მედიისა და სასამართლოს თემებს" - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×