რეზონანსი
17.03.2017

 შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორის, 1986 წელს დაბადებული ი.ჭ.-სა და მასთან კავშირში მყოფი მოქალაქეების: 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და 1984 წელს დაბადებული ვ.შ.-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მიმდინარე წლის 16 მარტს აღნიშნული პირები ქალაქ ზუგდიდში, ლევან მეორე დადიანის ქუჩაზე, ვ.შ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი შეაჩერეს და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები - პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის თანამშრომელს - ი.ჭ.-ს ჯიბეში აღმოაჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის აბი. ავტომანქანის ჩხრეკისას, წინა მარჯვენა კარის სათავსოში, ასევე, ნანახი და ამოღებული იქნა საინექციოდ გამზადებული ე.წ. „შპრიცი" - სითხის შიგთავსით.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულის გარდა, მოქალაქე ვ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნანახი და ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ლითონის კონსტრუქციის მჭიდი, ხელყუმბარა და 86 ვაზნა.

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორი ი.ჭ. და ავტომანქანის მფლობელი, მოქალაქე ვ.შ. დააკავა.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ვ.შ.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ი.ჭ.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი და ვ.ს.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. საქმეზე მიმდინარეობს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×