რეზონანსი
17.03.2017

 ინტერპოლმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე, რაშიდ კანჯიოღლიზე ძებნა გამოაცხადა. უწყების პრესსამსახურის განმარტებით , რაშიდ კანჯიოღლიზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა.

როგორც გამოძიების მიერ დადგინდა, ოთხოზორია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა. მას განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის შემდეგაც საქალაქო სასამართლომ ასევე დაუსწრებლად 12 წლით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაუმძიმა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×