რეზონანსი
18.03.2017

 გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის ინტერპოლით ძებნილთა სიაში შეყვანის ფაქტს დაგვიანებულად მიიჩნევს. დედის განცხადებით, უფრო ადრე რომ ყოფილიყო გამოცხადებული ინტერპოლით ძებნა, შესაძლოა, შედეგიც მიღწეული ყოფილიყო. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსებისთვის დამაბრკოლებელი არ იქნება.

"თავად აფხაზები ინტერპოლით ძებნას რამდენად გაითვალისწინებენ და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ქართული მხარისთვის მისი დაკავება, არ ვიცი. ღმერთმა ქნას, ჩემი შვილის მკვლელი დაიჭირონ, დაისაჯოს, რათა აფხაზ დამნაშავეებს ილუზია არ ჰქონდეთ, რომ ქართველი კაცის მოკვლა თავისუფლად შეიძლება. ეს უბრალოდ სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხია და მეტი არაფერი. ჩვენთან გადამთიელები მოვიდნენ და საზღვარი გაგვივლეს, თავისუფლად არ უნდა გადმოდიოდნენ ამ საზღვარზე და ასე თავისუფლად არ უნდა კლავდნენ ქართველს"-განაცხადა გიგა ოთხოზორიას დედამ

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×