რეზონანსი
18.03.2017

 თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ევროპაში მცხოვრებ თურქ ოჯახებს მოუწოდა ხუთი შვილი იყოლიონ.

„აქედან მივმართავ ჩემს მოქალაქეებს. ჩემს ძმებსა და დებს, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ. მიეცით განათლება თქვენს შვილებს საუკეთესო სკოლებში. დარწმუნდით, რომ თქვენი ოჯახი საუკეთესო ადგილას ცხოვრობს, მართავს საუკეთესო ავტომობილებს, ცხოვრობს საუკეთესო სახლებში. იყოლიეთ ხუთი და არა სამი შვილი. თქვენ ევროპის მომავალი ხართ. ეს იქნება საუკეთესო პასუხი იმ უხეშობისა და მტრული დამოკიდებულების წინააღმდეგ, რასაც თქვენ მიმართ იჩენენ",- განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში სატელევიზიო გამოსვლისას.

ევროპაში მცხოვრებ 2.5 მილიონ თურქეთის მოქალაქეს 16 აპრილს დაგეგმილ რეფერენდუმში მონაწილეობა შეუძლია, თუმცა ევროპაში ეროვნებით თურქი უფრო მეტი მოქალაქე ცხოვრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×