რეზონანსი
19.03.2017

  მერიის პრესსამსახურის ცნობით, დღეს დილიდან, აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ გარემოვაჭრეებს საქმიანობა აუკრძალეს.პარალელურად, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ტერიტორიიდან უნებართვო კონსტრუქციებიც აიღო. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზეზი ამ კონკრეტული ადგილის მნიშვნელობაა, რადგან ეს ადგილი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული და ხალხმრავალი ზონაა.

გარე ვაჭრობის აკრძალვა უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდება. გარემოვაჭრეთა ჯიხურები ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აიღეს.

პარალელურად, თბილისის მერია ითვალისწინებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და მათ საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში სთავაზობს. დედაქალაქის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაზრობების დირექტორებთან, რათა გარემოვაჭრეებს პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაბამისი სავაჭრო დახლები უფასოდ შესთავაზონ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×