ბათუმის არეულობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მასობრივი არეულობისა და პოლიციაზე თავდასხმის მუხლებით მიმდინარეობს.
2 დღის წინ დაკავებული კიდევ 8 მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე, სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული,რომ დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს.
სამართალდამცველები ბათუმის არეულობის დაგეგმვაში სავარაუდო ეჭვმიტანილების დაკითხვას აგრძელებენ. მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა უკვე დასრულდა,რომელსაც პოლიტიკოსთა ნაწილი აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად ასახელებდა.
მერაბ ღოღობერიძე ადასტურებს, რომ გამოძიებას შეკითხვები ამ კუთხით ჰქონდა. ის არ უარყოფს,რომ სოციალურ ქსელში აჭარის პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის წინააღმდეგ აქცია დააანონსა, თუმცა, განმარტავს, რომ 11-12 მარტის მოვლენებთან კავშირი არ აქვს.