რეზონანსი
19.03.2017

 „CNN"-ის ინფორმაციით, დაკავებულმა განაცხადა, რომ მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს დამონტაჟებული. უცხოური მედიის ცნობით, დადასტურებული არ არის, მართლაც იყო თუ არა ავტომანქანაში ბომბი.

ინციდენტის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, თეთრი სახლის მიმდებარე ქუჩები კი გადაიკეტა. დაკავებულის ავტომანქანას ექსპერტიზა უტარდება.

რამდენიმე დღის წინ, თეთრი სახლის დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეღწევას ცდილობდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს დონალდ ტრამპი თეთრ სახლში იყო.

„CNN"-ი იუწყება, რომ თეთრი სახლის რაიონში უსაფრთხოების „ნარინჯისფერი" ზომაა გამოცხადებული.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×