რეზონანსი
19.03.2017

 გარემოვაჭრეებს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს დილიდან ვაჭრობის საშუალება აღარ მიეცათ. მერიის შესაბამისმა სამსახურმა პოლიციასთან ერთად ყველა ის დახლი აიღო, რომელზეც გარემოვაჭრეებს საკუთარი საქონელი ჰქონდათ განთავსებული.

მერიამ გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიული ფართი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ბაზარში შესთავაზა. გარემოვაჭრეების ერთი ნაწილი შეთავაზებით კმაყოფილია, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ. როგორც თავად ამბობენ, მერიამ ისინი ვაჭრობის აკრძალვის შესახებ არ გააფრთხილა.

დასუფთავების სამსახური ტერიტორიას საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და კედლებზე თვითნებურად გაკრული სარეკლამო შინაარსის ბანერებისგან წმენდს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×