რეზონანსი
19.03.2017

 სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში" მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა, პარლამენტის შენობის წინ მორიგი აქცია გამართეს. მოვაჭრეები ზარალის პირველად ანაზღაურებას, 5000 ლარის ოდენობის თანხას მოითხოვენ. მოვაჭრეებს ასევე დაზარალებულის სტატუსის მინიჭება სურთ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ყოველდღიურ აქციებს აანონსებენ.

ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა. მეწარმეების პროდუქცია ფაქტობრივად სრულად განადგურდა. მოვაჭრეებმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×