რეზონანსი
19.03.2017

 შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევისთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში 929 პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესკონტრაქტი" ავრცელებს.

ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მართვის წესის შესახებ დადგენილების თანახმად, მიმდინარე წელს 170, გასულ წელს კი 759 პირი დააჯარიმეს.

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ჯარიმები 8 ლარიდან 20 ლარამდე მერყეობს და მისი ოდენობა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რომელი ნორმა დაარღვია პირმა. ჯარიმების უმეტესობა ძაღლების მფლობელებზე მოდის.

2015 წლიდან დღემდე შინაური ცხოველი, მათ შორის ძაღლი და პირუტყვი , თბილისის მასშტაბით, 6624-მა პირმა დაარეგისტრირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×