რეზონანსი
19.03.2017

 თეთრი სახლის სპიკერმა, შონ სპაისერმა განმარტა, თუ რატომ არ ჩამოართვა ხელი დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელს ოვალურ კაბინეტში. ამის შესახებ გამოცემა „Spiegel"-ი წერს.

„ვფიქრობ, რომ მან უბრალოდ ვერ გაიგო რა სთხოვეს",- თქვა სპაისერმა და სიტუაცია გაუგებრობით ახსნა.

თეთრ სახლში ფოტოსესიის დროს, ჟურნალისტებმა ამერიკის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს სთხოვეს ერთმანეთისთვის ხელი ჩამოერთვათ. „ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ შეგვიძლია ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს" , - მიმართა მერკელმა ტრამპს, მაგრამ პრეზიდენტს კანცლერის რეპლიკაზე რეაქცია არ ჰქონია.

მედიის დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ტრამპმა შეგნებულად არ ჩამოართვა ხელი კანცლერს.

ტრამპმა „Twitter"-ზე დაწერა, რომ მერკელთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა. ხოლო „Facebook"-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც გერმანიის კანცლერს ხელს ართმევს.

გერმანიის კანცლერის და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრა 17 მარტს, თეთრ სახლში გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×