ხვალ საქართველოს დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შესაძლებელია მცირე წვიმა. დღისით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი, 10-15 მ/წმ-ში. უნალექო ამინდი თბილისში, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
სინოპტიკოსები მცირე წვიმას მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ვარაუდობენ. ზოგიერთ მთიან რაიონში მოთოვს.
20 მარტს ჰაერის მინიმალური ტემპერატურა, სტეფანწმინდაში -4, ხოლო მაქსიმალური რუსთავში 17 გრადუსი იქნება.
იხილეთ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:
თბილისი - 3/16
ბათუმი - 5/10
სოხუმი - 4/10
გორი - 0/13
თელავი - 2/17
ახალციხე -2/9
ქუთაისი - 6/12
ფოთი - 6/11
ცხინვალი - -1/12
ბორჯომი - 0/10
მესტია - -4/4
ზუგდიდი - 3/11
ზესტაფონი - 3/16
ჭიათურა - 0/9
რუსთავი - 3/17
ოზურგეთი - 5/11
სტეფანწმინდა - -4/1
19 მარტს თბილისში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, 1962 წელს +23.1, მინიმალური კი 1935 წელს, -5.4 გრადუსი დაფიქსირდა.