რეზონანსი
20.03.2017

 ელისო კილაძის მეუღლე, ვიცეპოლკოვნიკი გრიგოლ ხარშილაძე სახელწიფოს „მხედრული მამაცობისთვის" გადაცემულ მედალს უბრუნებს.ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტმა ელისო კილაძემ, მოდულის შენობასთან გააკეთა.

ჯილდო ხარშილაძეს განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისთვის, შინაგან სამქეთა მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა გადასცა.

„ეს ჯილდო ჩვენზე უფრო მეტად თქვენ გჭირდებათ, რადგან დააჯილდოვოთ ის პოლიციელები, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს ჩემს შვილს, დავით ხარშილაძეს. ეს მათ წაახალისებს და გულმოდგინებას შესძენს, შეასრულონ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების" დაკვეთები" , - ნათქვამია მიმართვაში,რომელიც ჟურნალისტის მეუღლემ შინაგან საქმეთა მინისტრს გაუგზავნა.

„ქრონიკა +"-ის რედაქტორის შვილი, 28 წლის დავით ხარშილაძე 13 მარტს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ნარკოტიკული საშუალებები, 2 შეკვრა ფხვნილი და აბები ამოიღეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×