რეზონანსი
21.03.2017

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება.

სააგენტო გუშინ მეტეოროლოგიური სადგურებიდან შემოსულ მონაცემების ასაჯაროებს. ქარის სიჩქარე გორში- 28მ/წმ, თბილისის ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემით - 24 მ/წმ, თბილისის აეროპორტთან ქარის მაქსიმალური სიჩქარე - 32 მ/წმ დაფიქსირდა, რაც არსებული კლასიფიკაციით, გრიგალის კატეგორიას განეკუთვნება.

მარნეულში - 19 მ/წმ.; ქობულეთში - 19 მ/წმ; მთა-საბუეთზე - 23 მ/წმ დაფიქსირდა. დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17 - 22 მ/წმ იქნება", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

22 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ნალექი მხოლოდ ცალკეულ რაიონებშია მოსალოდნელი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×