რეზონანსი
21.03.2017

 სომალის ერთ-ერთ რეგიონში, ჯუბალენდში, ბოლო 2 დღის განმავლობაში, შიმშილით 26 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „Hindustantimes"-ი ავრცელებს.

სომალიში, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებში, ძლიერმა გვალვამ პირუტყვი გაანადგურა და წყლის მარაგები ამოაშრო.

6.2-მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკვები პროდუქტი არ აქვს და ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინშია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიო უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას. სომალიში, ნიგერიაში, იემენსა და სუდანში 20 მილიონი ადამიანი შიმშილობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×