რეზონანსი
21.03.2017

 მთავრობის ადმინისტრაციის წინ, „ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის შენობის წინ კარვების გაშლას ცდილობდნენ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

დაზარალებულები პრემიერმინისტრთან შეხვედრას და პირველადი დახმარების სახით 5000 ლარს მოითხოვენ.

მოვაჭრეების ნაწილი „ბავშვთა სამყაროსთან", ნაწილი კი მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობს. მათი მთავარი მოთხოვნა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და კომპენსაციაა.

ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა. მეწარმეების პროდუქცია ფაქტობრივად სრულად განადგურდა. მოვაჭრეებმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×