რეზონანსი
21.03.2017

 ეროვნულმა ბანკმა ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ლარი უპრეცედენტოდ, ყველა ვალუტასთან გამყარდა.

რაც შეეხება აშშ დოლართან და ევროსთან გაცვლით კურსს, ლარის ღირებულება მნიშვნელოვნად, 4 თეთრამდე სხვაობით შემცირდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება, 2.4491 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.4816 ლარი ღირდა.

ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გამყარდა ევროსთან მიმართებითაც. დღეს მოქმედი კურსით, ერთი ევროს შესაძენად, 2.6704 ლარი იყო საჭირო. ახალი მონაცემებით კი ერთი ევრო, 2.6453 ლარი ღირს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×