თიკო ოსმანოვა
22.03.2017

ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ვეტოს უფლება უკვე მეორედ გამოიყენა. ამჯერად ქვეყნის პირველი პირი ვეტოს დადებას ორი ძირითადი ხარვეზით ხსნის. თუმცა საპრალმენტო უმრავლესობა, არც ამ შემთხვევაში აპირების გიორგი მარგველაშვილის შენიშნვნების გათვალისწინებას და დიდი ალბათობით ვეტოს დაძლევას შეეცდება.

"მეჩვენება სამწუხაროდ, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება ზედმეტად ხშირად ხდება, რამაც საზოგადოების თვალში ცოტათი ფასი შეუმცირა ამ ვეტოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, ვეტო არის უკიდურესი ზომა, როცა ყველა სხვა რესურსი ამოწურულია ხელისუფლების შტოებს შორის მოლაპარაკების.

"ვფიქრობ, ვეტოს და თვითონ პრეზიდენტის რეპუტაციაზე ეს შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს და ამ გაგებით ეს კარგი არ არის. რაც შეეხება კონკრეტულად ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს, მისი ახლანდელი ფორმულირება მე ვფიქრობ, არის ადეკვატური დროის მოთხოვნებსა და საჭიროებების მხრივ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს ხშირად გამოყენება, იმოქმედებს თუ არა მის პრესტიჟზე? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  ჩემთვის სრულიად მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება. ვეტო უნდა იყოს განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც ათასში ერთხელ შეიძლება მოხდეს.

როდესაც ყოველ მეორე კანონზე ხდება ვეტოს დადება ეს უკვე არის გაუფასიურება თვითონ ამ საქმის და საზოგადოება ამას აღარ შეხედავს ძალიან დიდი ნდობით.

მეორე საკითხი, არასამთვრობოების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების საქმე. ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ, თუ სახელმწიფოა, ყველა ნორმა უნდა იყოს დაცული, რომელიც სახელმწიფოს დაიცავს პირველ ყოვლისა და რა თქმა უნდა, შემდეგ მის მოქალაქეებს.

 ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი):  პრეზიდენტის მხრიდან ხშირი ვეტოს გამოყენება ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა შეცდომაში შეიყვანა ქართველი ხალხი, როდესაც აარჩევინა მარგველაშვილი. რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ორივეს პრესტისჟზე, როგორც ივანიშვილის ისე მარგველაშვილის.

 

 

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ვეტო არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და იყენებს. მე მგონი ამით მისი პრესტიჟი არ ილახება. ვეტოს დაიძლევა, იმიტომ, რომ "ოცნებას" აქვს კონსტიტუციური უფლება. თუმცა, სამაგიეროდ ხელმორედ უნდა განიხილოს პარლამენტმა საზოგადოებამ, შესაძლოა რაღაც სარგებელი ნახოს.

 

 

 

 გია ბურჯანაძე მსახიობი):  პრეზიდენტს საზოგადოებაში არა მგონია რამე პრესტიჟი გააჩნდეს. შესაბამისად ეს ვეტოები, არც დადებითად და არც უარყოფითად ვერ იმოქემდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×