რეზონანსი
22.03.2017

 პრემიერმინისტრი ფარული მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს არ იზიარებს. გიორგი კვირიკაშვილს მმართველი გუნდის მიერ მიღებული ვარიანტი მოსწონს. პრემიერის განცხადებით, ვერ ხედავს საფუძველს, რომ ახალი სააგენტო უშუალოდ პრემიერს დაექვემდებაროს.

„ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში, არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში, ამიტომ ამით განსაკუთებული თვისობრივი ცვლილება ვერ მოხდებოდა. ვფიქრობთ, რომ კანონი იმ სახით უნდა იყოს გატანილი, როგორადაც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფარული მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ისინი ვეტოს დაძლევას აპირებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×