რეზონანსი
22.03.2017

 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთთან ურთიერთობის შესახებ განცხადება გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

„დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები", - განაცხადა ილია მეორემ სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრისას, რომელიც საპატრიარქოში მიმდინარეობს.

პატრიარქმა დელეგაციის წევრებს ვიზიტისთვის და ე.წ საზღვრების მონახულებისთვის მადლობა გადაუხადა და საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„ქვეყნის ტერიტორიის 20% დაპყრობილია რუსეთის მიერ და თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელად აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ მე არ მაქვს საშუალება, რომ ჩავიდე და ყურადღება მივაქციო ჩვენ მორწმუნე ხალხს" , - განაცხადა ილია მეორემ შეხვედრაზე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×