რეზონანსი
22.03.2017

 "არა ჩადებას" - ამ სახელწოდების გამაფრთხილებელი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარეობს. აქციაში პრეზიდენტის შვილი მონაწილეობს. ანა მარგველაშვილი ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკურ ვითარებას აპროტესტებს. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის ახლობელზე ზეწოლა და თვალთვალი მიმდინარეობს.

რამდენიმე დღის წინ ანა მარგველაშვილმა „Facebook"-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა,რომელშიც თავის მეგობარ მიხეილ თათარაშვილზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

„ჩემს მეგობარს ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი. ის ფლობდა ინფორმაციას სავარაუდო ჩადების შესახებ. როდემდე უნდა ვიტანდეთ პოლიციის მსგავს საქციელს." , -წერს ანა მარგველაშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×