რეზონანსი
22.03.2017

 ბათუმის 12 მარტის აქციის მოვლენებზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან ორი პირის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა.

მოსამართლემ ბათუმელი გიგა ჩხაიძე,რომლის ინტერესებსაც „საი" იცავდა, გაამართლა.

ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა ვიდეო მტკიცებულება, რომელშიც ჩანს, რომ მშენებლობაზე ღამის ცვლაში მომუშავე გიგა ჩხაიძე სამსახურს დილის 5 საათსა და 50 წუთზე ტოვებს, 15 წუთის შემდეგ კი მას საკუთარ მანქანაში პოლიცია აკავებს.იურისტი მიიჩნევს, რომ ამ პერიოდში იგი ფიზიკურად ვერ შეძლებდა კანონის დარღვევას.

სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ზაზა ცინცაძეც გაამართლა. ცინცაძემ არ უარყო, რომ აქციაზე ღამის 4 საათზე მივიდა, თუმცა მისი თქმით დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია.

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს კიდევ რამდენიმე პირის საქმე განიხილეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5 პირი დაჯარიმდა, მათ შორის სამს, 100-ლარიანი, ორს - 250 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. დღესვე სასამართლო პირველი დაკავებულების, ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×