რეზონანსი
22.03.2017

 უკრაინის რადა აშშ-ის კონგრესს თხოვნით მიმართავს, რომ უკრაინას ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ძირითადი მოკავშირის სტატუსი მიანიჭოს და თავდაცვისუნარიანობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს. ამის შესახებ რუსული სააგენტო „RIA" უკრაინის პარლამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. ამ გადაწყვეტილებას მხარი რადას დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ძირითადი მოკავშირის სტატუსით სარგებლობენ როგორც ის ქვეყნები, რომლებსაც ომის საფრთხე არ ემუქრებათ, ასევე ქვეყნები, სადაც შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე მუდმივად არსებობს. ასეთებია სამხრეთ კორეა, ავღანეთი და ისრაელი.

უკრაინისთვის ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ძირითადი მოკავშირის სტატუსის მინიჭება, აშშ-ის სუვერენული უფლებაა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა ქვეყნების თანხმობა არ სჭირდება. უკრაინის რადაში ამბობენ, რომ ასეთი სტატუსი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რუსული აგრესიის შეჩერებას შეუწყობს ხელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×