რეზონანსი
22.03.2017

 აღმაშენებლის ხეივანზე ავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების განმარტებით, შემთხვევის შემდეგ ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო.

უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ავარიის შედეგად 11 წლის გოგონა გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, დედა-შვილი გაჩერებაზე იდგა, როცა „BMW"-ს მარკის ავტომობილი ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი მათ დაეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმ პირის მიერ, რომელიც მართავდა მანქანას და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×