რეზონანსი
22.03.2017

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ბოლნისის რაიონის გავლით რუსული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო მანქანებით, მძიმე ტექნიკა გადააქვთ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, როგორც მათ ადგილზე მყოფმა პირებმა აცნობეს, შეფუთული ტვირთი ძალიან ჰგავს მუხლუხოიან მძიმე ტექნიკას. აღნიშნული ტვირთი კი, სავარაუდოდ, სომხეთის საზღვრისკენ მიემართება. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ხორციელდება „ბუკის" ტიპის საზენიტო დანადგარის გადატანაც.

„ენმ" აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას, მათ შორის 23 მარტისთვის დაგეგმილ უშიშროების საბჭოზე საკითხის განხილვას ითხოვს.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, მძიმე ტექნიკის გადაადგილებას თავისი წესები აქვს და ეს წესები ამ შემთხვევაში არ არის დაცული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×