რეზონანსი
23.03.2017

 ავარია გამთენიისას მოხდა. ყაზბეგის გამზირზე ავტომანქანა ჯერ მგზავრთა მოსაცდელ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგომ პრესის ჯიხურებში შევარდა. შემთხვევის დროს ჯიხურებში არავინ იმყოფებოდა.

სავარაუდოდ, მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა. თვითმხილველების განცხადებით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ყაზბეგის გამზირზე მდებარე ორი ჯიხურის მეპატრონეები და მოვაჭრეები ამ დროისთვის გადარჩენილ ნივთებს აგროვებენ და ტერიტორიას აწესრიგებენ. მათივე განცხადებით, პროდუქცია სრულად გაუნადგურდა და ზარალი დაახლოებით 12 000 ლარამდეა.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×