რეზონანსი
23.03.2017

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ 28 მარტს სტუდენტებთან ერთად გაემგზავრება ჯერ ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში. მისივე თქმით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება სპეციალური ღონისძიებით უნდა აღინიშნოს. 3 დღიანი ღონისძიებები თბილისშია დაგეგმილი.

"რამდენიმე დღეში ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩაირთვება. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის მხრიდან ყველა საკანონმდებლო პროცედურა უკვე დასრულებულია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამი დღის განმავლობაში გვექნება სპეციალური ღონისძიებები - 26, 27 და 28 მარტს. ამ მოვლენას საგანგებოდ დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს ქვეყნა,"-განაცხადა კვირიკაშვილმა

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×