რეზონანსი
23.03.2017

 გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ბალაკლეაში, შეიარაღების ბაზის ცალკეულ მონაკვეთებზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ადგილზე სახანძრო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ქალაქ ბალაკლეაში, უკრაინაში საბრძოლო მასალების უმსხვილესი საწყობი მდებარეობს. სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, განსაკუთრებულ საფრთხეს მიწისქვეშა საცავები წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა ტიპის სარაკეტო სისტემებია და 138 ათასი ტონა ჭურვი ინახება. ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

საწყობის ირგვლივ, 50 კილომეტრის რადიუსით მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×