რეზონანსი
23.03.2017

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, პრეზიდენტი კანონმდებლების უფლებამოსილებებში ერევა. ეკა ბესელიას თქმით, გიორგი მარგველაშვილს არ აქვს უფლება, რომ პარლამენტს უკარნახოს რა კანონები და გადაწყვეტილებები მიიღონ.

„ეს სამი ვეტო და ეს ფორმა პარლამენტთან, როდესაც პირდაპირ ეუბნები რა უნდა ჩაწერო კანონში ნორმალურად მიგაჩნიათ? მართლა გულწრფელად ვუსვამ ამ კითხვას, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია? ჩვენ პარლამენტარებს უნდა დაგვიწეროს პრეზიდენტმა კანონი? მაშინ ჩვენ რას ვაკეთებთ აქ. ან რატომ უნდა გვითხრას პრეზიდენტმა, რომ ერთ თვეში უნდა დავწეროთ და არა მაგალითად სამ თვეში. ან რატომ გვეუბნება დღეს ერთს და ხვალ მეორეს. მე ეს კითხვები დავსვი პრეზიდენტის წარმომადგენელთან და მან ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ, ან არ გასცა,"-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას განცხადებით, ის ყოველთვის იყო და არის პარლამენტის ინსტიტუციური სიძლიერის მომხრე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×