რეზონანსი
23.03.2017

 მთავარი პროკურატურის განცხადებით, ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირია დაკავებული.

მკვლელობა გასული წლის ოქტომბერში მოხდა. საქმე ამ დრომდე სასამართლო განხილვის ეტაპზეა და ორ ნაწილად არის გაყოფილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. სამ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, ორს კი - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულსა და აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 6 ნოემბერს შეუფარდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×