რეზონანსი
23.03.2017

 დავით სერგეენკოს განცხადებით, ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა 70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებსაც ექნებათ.

"ეს ჯგუფი უკვე განსაზღვრულია. ეს არის პენსიონერების ის ნაწილი, რომელიც სოციალურად დაუცველია, ასევე, მარტოხელა პენსიონერი, სხვა სოციალურად დაუცველი კატეგორიები და პლუს, ეს პრივილეგია გავრცელდება 70 000 - 100 000 ქულის მქონე მოქალაქეებზე", - განმარტა დავით სერგეენკომ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის მეორე ტიპის, ბრონქიალური ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაფინანსდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×