რეზონანსი
24.03.2017

 გამთენიისას საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე ბიძგი წალკის სიახლოვეს დაფიქსირდა.

პირველი ბიძგები თბილისიდან - 60 კმ-ში, ქალაქ წალკიდან - სამხრეთ-დასავლეთით - 15 კმ.-ში, სოფელ ფარავნიდან - 6 კმ-ში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3,7 მაგნიტუდა შეადგინა.

რამდენიმე წუთში კი, მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა თბილისიდან - 59 კმ.-ში, ქალაქ წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით - 14კმ.-ში და სოფელ ფარავნიდან - 7კმ-ში. მიწისძვრის სიმძლავრემ ამჯერად 3 მაგნიტუდა შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×